Sunday, July 11, 2010

„რობერტ სტურუა“ – ორტომეული დიდ ქართველ რეჟისორზე




თანამედროვე ქართული თეატრის უდიდესი რეჟისორი რობერტ სტურუა საყოველთაო ყურადღების ცენტრში წელს კიდევ ერთხელ მოექცა. 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრმა რეჟისორისადმი მიძღვნილი ალბომის „რობერტ სტურუა“ პრეზენტაცია გამართა. რეჟისორზე და მის სპექტაკლებზე შეყვარებული მაყურებელი რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში ზეიმობდა ალბომის გამოცემას.


„პატარაობისას სტუმრად წასვლა არ მიყვარდა, უფროსები საუბრობდნენ, მე კი ვიჯექი მარტო და არ ვიცოდი, რა მექნა. ამიტომ საოჯახო ალბომს მომაჩეჩებდნენ ხოლმე ხელში. ეტყობა, მაშინ ეს მოდაში იყო. ეს ალბომიც, თქვენ რომ ათვალიერებთ, იმ მოსაწყენ ალბომს გაგონებთ, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი. თუმცა, რაღა არ ხდება ამ ქვეყანაზე, იქნებ, ვიღაცამ, თეატრის მოყვარულმა, თვალი გადაავლოს ერთი კაცის ცხოვრებას და მიუტევოს შეცოდებანი“, - წერს რობერტ სტურუა ალბომის შესავალში.
ალბომში რეჟისორის ცხოვრება და შემოქმედებაა აღწერილი. ის ორი ტომისგან შედგება და სამ ენოვანია. დიდი რეჟისორის მიერ მოთხრობილი ისტორიების გაცნობა მკითხველს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შეუძლია. ალბომში უამრავი ფოტომასალაა წარმოდგენილი, პირველად გამოქვეყნდა რეჟისორის ჩანახატებიც. აქვეა საგაზეთო პუბლიკაციებიც, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული რეცენზიები, ცნობილი ადამიანების შეფასებები რეჟისორზე.
ალბომზე მუშაობა ორი წელი გრძელდებოდა. მისი შექმნის იდეა რუსთაველის თეატრის საგანმანათლებლო განყოფილების გამგეს აკაკი კუჭუხიძეს ეკუთვნის. ალბომის შემდგენელი კი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილია. ალბომში „რობერტ სტურუა“ მოვლენები ქრონოლოგიურად ლაგდება, პირველ წიგნში 1963–1983 წლების ისტორიებია მოთხრობილი, მეორე წიგნში კი – 1983–2009 წლების.
„რობერტ სტურუას შემოქმედების ამსახველი ზღვა მასალიდან ჩვენ შევეცადეთ მინიმალური შტრიხებით შეგვექმნა დიდი რეჟისორის პორტრეტი... სტურუა ბავშვობიდანვე ბევრს კითხულობდა, წერდა, უკრავდა ფორტეპიანოზე, გატაცებული იყო ჯაზის რიტმებით და ხატავდა. ამ გულუბრყვილო ბავშვურ ნახატებში ჩანდა მისი ორიგინალური ხედვა და სამყაროს არაფოტოგრაფიული აღქმა. ხატვის ნიჭის მიუხედავად, იგი მამის გზას არ გაჰყვა, ყველასგან მოულოდნელად რეჟისორობა გადაწყვიტა... თეატრალურ ინსტიტუტში მრავალი პედაგოგი გამოიცვალა, მაგრამ დღემდე დიდი მაესტროს მიხეილ თუმანიშვილის ჭეშმარიტ მოსწავლედ მიიჩნევს თავს...“– წერს ალბომის შესავალში კოტე ნინიკაშვილი.

რეჟისორის ჩანაწერი ალბომიდან: „ახლა, როცა უკვე 50 წლის ვარ და ცხოვრების ნახევარი გავლილი მაქვს, მინდა მთლიანად შევიცვალო, როგორც ადამიანი, პიროვნება, როგორც ხელოვანი. მინდა, მაგრამ შევძლებ კი? გახსოვთ, სკოლაში ახალ რვეულს რომ ავიღებდით. ყველანი ძალიან სუფთად ვწერდით პირველ გვერდს, მეორესაც, შემდეგ კი ისევ ისვრებოდა რვეული. ვიღებდი სუფთა რვეულს და ჩავუთქვამდი - დღეიდან კარგად ვისწავლი... ამჯერადაც რაღაც ¬მსგავსი გრძნობა მეუფლება. მინდა, თავიდან დავიწყო ყველაფერი... „
„ო, როგორ მძულს თეატრი, რა უაზრობაა, დგას ბრწყინვალე შენობა, ციხესიმაგრესავით ჩარაზული და აქ, ყოველ დილით თავს იყრიან მუზების მსახურნი - ნიჭიერები, უნიჭოები, ზოგი ამაყი და მედიდურნი, ზოგი დაჩაგრული და გაბოროტებული. შედიან დიდ ოთახში, სადაც ზაფხულში სიცხისგან სული ეხუთებათ, სუნთქვა არ ყოფნით, ზამთარში კი თბილ სამოსში გამოხვეული, კბილებს აკაწკაწებენ, ერთმანეთს ხელგაშლილნი ეგებებიან, თბილად მოიკითხავენ, მაგრამ შორიდან ბოღმა ახრჩობთ.
ამ დროს შემოდის აღრენილი კაცი, მკაცრად მოავლებს თვალს დამხდურებს, ყველანი ფეხზე დგებიან, თვალებში შესციცინებენ, გულში კი ფიქრობენ: მოვიდა ტირანი! მერე დაჭმუჭნულ ფურცლებში იქექებიან. ეს მათი როლებია, სისხლის ფასად რომ მოიპოვეს და იწყება ღვთაებრივი პროცესი. ტირანი ყვირის, ილანძღება, მსახიობები კი მორჩილად ასრულებენ იდიოტურ მითითებებს. საღამოს დარბაზი მაყურებლით ივსება (ყოველთვის კი არა), ისმის მუსიკის ჰანგები, ზოზინით იხსნება მტვრიანი ფარდა, მსახიობები მთვარეულებივით დაეხეტებიან სცენაზე, რაღაცას ლუღლუღებენ... აი, ეს გახლავთ ხელოვნების ტაძარი და ამ დაწყევლილ შენობაში შემოდიან და ვეღარ გადიან. სცენის მუშაც კი ვერ თმობს აქაურობას. როგორ გგონიათ, ამით მთავრდება ყველაფერი? არა ბატონო, თუ თეატრმა გაცდუნა და შეგიტყუა, არაფერი გეშველება, დაღუპული ხარ! გიყვართ თეატრი ისე, როგორც მე მიყვარს? მაშინ წადით იქ და მოკვდით. ეს რომ სხვას არ ეთქვა, მე ვიტყოდი...“
რობერტ სტურუას სპექტაკლები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს. მისი ნამუშევრებიდან შეიძლება გამოიყოს სპექტაკლები: „გოდოს მოლოდინში“, „შეილოკი“, „ჰამლეტი“,“რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „კაცია ადამიანი“, „დარისპანის გასაჭირი“, „სტიქსი“, „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“ და სხვ. ეს უკანასკნელი კინოკრიტიკოსებმა უკვე შეიტანეს მე–20 საუკუნის საუკეთესო ას სკექტაკლს შორის.
რობერტ სტურუა ცნობილია როგორც შექსპირის თეატრის „პარადოქსული ინტერპრეტატორი“. ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის უილიამ შექსპირის 37 პიესიდან რობერტ სტურუას 17 უკვე დადგმული აქვს. 1986 წელს ლონდონში დადგმული „ჰამლეტი“ კი მსოფლიო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმილ ათ საუკეთესო სპექტაკს შორის დაასახელა.
რობერტ სტურუას მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი (1998); კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976); შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981); რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია „პრეზიდეტის ოქროს მედალი“ (1998); „თოლია" ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის, (მოსკოვი, 1998); ალბერტ შვეიცარის სახელობის პრემია (1975); ინგლისური და იტალიური კრიტიკის პრემიები (1980, 1981); არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988) და სხვა მრავალი.
„თეატრი მუდმივ ცვალებადობაში ეძებს განახლებას. გენიალური სპექტაკლიც კი დროთა განმავლობაში ძველდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაგალითად, „ლამარას” არ აღდგენა იქნებოდა უდიდესი დანაშაული ახმეტელის წინაშე. სხვათა შორის, სერგო ზაქარიაძემ მომმართა ასეთი თხოვნით, უარი ვუთხარი და ძალიან ვატკინე გული. მაშინ ზედმეტ გაბედულებად მეჩვენებოდა რუსთაველის თეატრში ისევ ამ პიესის დადგმა, ბოლო ხანებში კი თვითონ გამიჩნდა ასეთი სურვილი, თუმცა ადრინდელი შიში არ გამქრალა, უბრალოდ, პიესის განსხვავებულ გადაწყვეტას მივაგენი და მგონია, რომ ამას ახმეტელთან გაჯიბრებად, ანუ მკრეხელობად არ ჩამითვლიან...
მაყურებელი და თეატრი... თეატრი და მაყურებელი... საშინელებაა, როცა პარტერში ზიხარ. სცენაზე უამრავი ხალხი ირევა. ულამაზეს კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ულამაზეს გარემოში ვნებებს აფრქვევენ, ცრემლებს ღვრიან, შენ კი, საოცრად მშვიდი და, უფრო მეტიც, გულგრილი, ფიქრობ - ღმერთო ჩემო, რას მერჩიან. დროზე მაინც დამთავრდებოდეს, მაგრამ უფრო მეტი საშინელებაა, როცა დარბაზში 5-6 კაცი ზის, შესანიშნავ სპექტაკლს უყურებს და ტაშის დამკვრელი კი არავინაა...“– წერს დიდი რეჟისორი საკუთარ ალბომში.


რობერტ სტურუა 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1979 წლიდან ის თეატრის მთავარი რეჟისორია. 1980 წლიდან კი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რეჟისორირამდენიმე ქართულ მხატვრულ ფილმშიც მოაწილეობს. მასზე დოკუმენტური ფილმიცაა გადაგებული.
უდიდეს რეჟისორზე შექმილი ორტომეული ახალგაზრდა რეჟისორებისადმი მიმართვით მთავრდება. რობერტ სტურუა ახალგზარდებს მოუწოდებს არ დატკბნენ საკუთარი მიღწევებით.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თეატრის სიყვარულით გაწამებულნო, ხანდაზმული კოლეგა მუხლმოდრეკილი გევედრებათ, თუ გინდათ ახალგაზრდებად დავრჩეთ, დავივიწყოთ ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები და უფრო მეტიც - კი არ დავივიწყოთ, შევიძულოთ ჩვენი შედევრები. ნუ დავტკბებით ჩვენი მიღწევებით! რაც არ გამოგვივიდა, რაშიც კრახი განვიცადეთ, სამუდამოდ ჩავიბეჭდოთ ტვინში. ჩვენ ასეთი პროფესია გვაქვს, სულ ახალი უნდა ვეძებოთ, არ უნდა გავჩერდეთ... ღმერთო ჩემო, რეებს ვბოდავ, მაგრამ, რა ვქნა, ასაკი მაინც თავისას შვრება - სიბერეში ერთობ სენტიმენტალური გავხდი.“
რეჟისორის ჩანაწერი ალბომიდან: „ბევრჯერ ღამით გამეღვიძება და შეშინებული ვიხსენებ ჩემს ბოლო სპექტაკლებს, ვაითუ, გამომაძევეს იმ საოცარი სამყაროდან, ვაითუ განვიკურნე და ცხოვრებას აუღელვებლად, გულგრილად ვუყურებ, მაგრამ ვინ იცის, იქნებ სიგიჟემ ერთხელ კიდევ შემომიტიოს. დედაჩემი მახსენდება, ¬ვმშვიდდები და არხეინად ვიძინებ...“
მადონა ჯავახიძე

Monday, June 21, 2010

რეპორტაჟი ხურვალეთიდან ნონასგან:)))

2010 წლის 24 მაისს ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილებს შევხვდით. ჩვენ გავეცანით მათ პრობლემებს. თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება იხილეთ ჩვენი რეპორტაჟი.

„აფხაზური ენა საფრთხის ქვეშ მყოფი ენაა“

„ერთადერთი სახელმწიფო რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს აფხაზური ენის გადარჩენას, არის საქართველო...“


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენა 86 წელია რაც ისწავლება. ამ ენის კურსს სიმონ ჯანაშია, ქეთევან ლომთათიძე და სხვა ცნობილი ენათმეცნიერები კითხულობდნენ. ამჟამად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს, სადაც სტუდენტები კავკასიის სხვადასხვა ენას, მათ შორის აფხაზურს ეუფლებიან. აფხაზური ენის შესახებ ჩვენ პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძეს ვესაუბრეთ:

_ კავკასიურ ენათა კათედრის ბაზაზე შეიქმნა კავკასიოლოგიის ინსტიტუტი. კათედრა 1933 წლიდან არსებობს. მისი დამაარსებელი იყო აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა. ივანე ჯავახიშვილი, როდესაც აარსებდა უნივერსიტეტს, მიიჩნევდა, რომ ყოველმა განათლებულმა ქართველმა უნდა იცოდეს არამარტო საკუთარი ერისა და ხალხის ისტორია, არამედ ყველა მონათესავე ერისა და ხალხის ისტორია. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მან უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, 1918 წლიდან გადაწყვიტა მოეწვია აფხაზური ენის ლექტორად ცნობილი მეცნიერი, სიმონ ჯანაშიას მამა, ნიკოლოზ (ნიკო) ჯანაშია. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა და მისი ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. 1924 წელს კი მან საგანგებოდ მოიწვია აფხაზური ენის კურსის წასაკითხავად აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი დიმიტრი გულია, რომელიც ორი წლის განმავლობაში უძღვებოდა კურსს. 1926 წლიდან 1937 წლამდე ასწავლიდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, დიდი მეცნიერი, აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი, აფხაზური დედა ენასავით იცოდა. შემდეგ, 90–იანი წლების ბოლომდე ასწავლიდა აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე, რომელიც არის აფხაზური ენის უდიდესი სპეციალისტი, უდიდესი მკვლევარი. მან აღზარდა აფხაზი მეცნიერების მთელი თაობები.

_ რას გვეტყვით აფხაზური ენისა და დამწერლობის შესახებ?

_ ქართულიც და აფხაზურიც ერთი წარმოშობის ენებია. საერთო წინაპარი ენისგან მოდის კავკასიის ზოგიერთ სხვა ენასთან ერთად. აფხაზური ენა უდამწერლობო ენა იყო XIX საუკუნის შუა წლებამდე. პირველად ამ ენისათვის ანბანი შეიქმნა 1862 წელს, როდესაც რუსეთის გენერალმა პეტრე რუსლარმა დაწერა ამ ენის გრამატიკა და მას სიტყვების ჩასაწერად რაღაც ანბანი უნდა გამოეყენებინა. ის წერდა, რომ აფხაზური ენისთვისაც და კავკასიის სხვა მცირერიცხოვანი ხალხების ენებისთვისაც, ყველაზე გამოსადეგი არის ქართული ენა. იმიტომ რომ ქართულსაც და სხვა მის მონათესავე ენებს, ვთქვათ აფხაზურს, ჩეჩნურს, ჩერქეზულს, დაღესტნის მრავალ ენას იგივე ბგერები აქვს, რაც ქართულს. ამიტომ დამატებითი ნიშნები გაცილებით ნაკლები იქნებოდა საჭირო, ვიდრე რუსული ანბანის გამოყენების შემთხვევაში. მაგრამ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, გამოვიყენებთ ქართულ ასოებს, მომავალში ეს ხელს შეუშლის რუსული ენის გავრცელებას კავკასიაში. ანუ რუსლარი ფიქრობდა, რომ ყველა კავკასიელი უნდა გარუსებულიყო. გარუსების ხელისშეწყობა კი ადვილი იქნებოდა რუსული ასოების გამოყენებით.

_ აფხაზები დღემდე რუსულ ანბანს იყენებენ, თუმცა როგორც ცნობილია, ისინი ლათინური აბანითაც წერდნენ და ქართულითაც...

_ დიახ, 1926 წელს ცნობილმა ქართველოლომა ნიკო მარმა შექმა სპეციალური ანბანი აფხაზური ენისთვის ლათიური ასოების გამოყენებით. მარის ეს ანბანი ორ წელიწადს მოქმედებდა. 1928 წლიდან სხვა ვარიანტი შემოიღეს, ისევ ლათინურის საფუძველზე, ოღონდ მისი ავტორი იყო პროფესორი ნიკოლოზ იაკოვლევი და ათი წელი გამოიყენებოდა ეს ლათინური ანბანი. მაგრამ სასწავლად იყო ძალიან რთული თვითონ აფხაზებისთვის. ამის გამო 1938 წელს აფხაზური ენა გადაიყვანეს უკვე ქართულ გრაფიკაზე, ქართულ ასოებზე. ეს ანბანი გამოიყენებოდა 1954 წლამდე, შემდეგ ისევ რუსლარის ანბანზე დაბრუნდნენ და დღემდე მოქმედებს ეს რუსული ანბანი.

_ დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აფხაზური ენა თვითონ აფხაზეთშიც დავიწყების პირასაა, რომ იქ უკვე ყველა რუსულად საუბრობს. თქვენ თუ ფლობთ რეალურ იფორმაციას, ამის შესახებ?

_ აფხაზურ ენას საფრთხე მას შემდეგ ემუქრება გაუწყვეტლივ, რაც რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთი, ანუ 1864 წლიდან. აფხაზთა გარუსების პოლიტიკა გეგმაზომიერად კეთდებოდა. სამწუხაროდ, დღესაც არ შეცვლილა ვითარება. აფხაზური ენა, შეიძლება ითქვას, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი ენაა, იმიტომ რომ ხელისშემწყობი პირობები არ არსებობს. აფხაზეთში დღეს მოქმედი საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ თითქოსდა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, აღადგინეს ისტორიული სამართლიანობა. წესით თუ შენ სახელმწიფოს აშენებ, პირველ რიგში, უნდა მიხედო შენს დედა ენას, მაგრამ 1993 წლიდან დღემდე არავითარი სერიოზული ღონისძიება აფხაზური ენის ფუქციების გაფართოების საკითხში არ გატარებულა.
აი, რაში გამოიხატება ეს, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში არსებობდა ე.წ. „აფხაზური სკოლები“. სინამდვილეში ეს იყო არა აფხაზური, არამედ რუსული სკოლა, აფხაზურის სწავლების ელემენტებითურთ. ამ ტიპის სკოლა დღემდე მოქმედებს, არ შეცვლილა. პირველ ოთხ წელიწადს ბავშვი საგნების უმრავლესობას დედა ენაზე – აფხაზურად სწავლობს. წერა–კითხვას იწყებს ამ ენაზე, ბუნებას, მათემატიკას სწავლობს ამ ენაზე, პარალელურად გაძლიერებით ისწავლება რუსული. რათა მეორე საფეხურზე, მეხუთე კლასიდან ის მზად იყოს, რომ ყველა საგანი რაც კი სკოლაში ისწავლება, მეთერთმეტე კლასის ჩათვლით რუსულ ენაზე ისწავლოს. ანუ რეალურად ეს არის რუსული სკოლა. ცარიზმის დროს იყო შემოღებული ეს სისტემა, მერე საბჭოტა კავშირის დროს გაგრძელდა და დღემდე ასე მოდის. ეას სისტემა აფახზეთის ამჟამინდელ საოკუპაციო რეჟიმს არ შეუცვლია. არადა მათ შეეძლოთ მეხუთე კლასიდან გადაეყვანათ აფხაზურ ენაზე და ბავშვებს დედა ენაზე ესწავლა ყველა საგანი. მაგრამ ეს არ ხდება.

_ რატომ არ ხდება აფხაზური სკოლა ნამდვილად აფხაზური? მათ არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა?

_ ალბათ არიან ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ პროტესტი, მაგრამ მათ ნათქვამს არავინ იღებს ყურად. ოფიციალური ნება არ არსებობს იმისა, რომ ეს ნაბიჯი იქნას გადაგმული. იმიტომ რომ თუ ეს მოხდება, მაშინ რუსეთის ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ მსგავსი პროცესები შეიძლება დაიწყოს თვითონ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკებშიც. ვთქვათ, ადიღენში, ჩერქეზეთში, ოსეთში, დაღესტანში, ჩეჩნეთში და იმათაც შეიძლება მოითხოვონ ჩვენც გვინდა დედა ენაზე სწავლაო. რუსეთს კი ეს ხელს არ აძლევს, იმიტომ რომ ყველა მათგანის გარუსება აქვთ დაგეგმილი. სწავლების ზუსტად იგივე სისტემაა იქაც. ის არის კოლონიური პოლიტიკის ერთ–ერთი გამოხატულება, რასაც დღემდე ახორციელებს რუსეთი. ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არის ფიქცია რეალურად. თუ შენ იმდენიც კი არ შეგიძლია, რომ შენს მომავალ თაობას საუთარ ენაზე ასწავლო, მაშინ რომელ თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე, რომელ სუვერენული სახელმწიფოს შენებაზეა საუბარი.

_ როდის გაჩნდა ბზარი ქართულ – აფხაზურ ურთიერთობებში და როგორ ფიქრობთ რატომ მოხდა ეს?

_ აფხაზები ქართულ კულტურასთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. XIX საუკუნის შუა წლებამდე აფხაზები თავს განიხილავდნენ, როგორც ქართული კულტურული სივრცის განუყოფელ ნაწილს, იმიტომ რომ მათ ენას არ ჰქონდა დამწერლობა და ისინი იყენებდნენ ქართულ ენას მიმოწერისთვის. თვით ცარიზმის ხელისუფლებასთანაც კი, აფხაზი მთავრები შერვაშიძეები მიწერ–მოწერას ქართულ ენაზე აწამოებდნენ. რა თქმა უნდა, ცარიზმი ხედავდა რომ, თუ საქართველო დამოუკიდებლობას აღიდგენდა, აფხაზი ამ სახელმწიფოს მოქალაქედ იგრძნობდა თავს. რუსეთისთვის კი ყველაზე მომგებიანი იყო დაეპირისპირებინა ისინი ერთმანეთისთვის, და არამარტო ქვეყნის შიგნით მოეხდინა დაპირისპირება, არამედ მეზობელ ხალხებთანაც. ეს პოლიტიკა აქტიურად ხორციელდებოდა ბოლო 150 წლის განმავლობაში. აი, ამან გააჩინა დაპირისპირება აფხაზებსა და ქართველებს შორის, თორემ შინაგანად არც ოსი და არც აფხაზი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. იმიტომ რო უფრო ადრე, სანამ რუსი მოვიდოდა, ისინი ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფოს შენებაშიც და ქვეყნის დაცვაშიც.
ამიტომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა: დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამეცნიერო თეორიების შექმნა, რომ თურმე მეგრული, ლაზური და სვანური ქართული არ არის. არადა მანამდე ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრებაში“ წერდა, ქართველებს ერთი ენა გვაქვსო. მაგრამ რუსებმა ეს თეორია „შემოაგდეს“. აი, მაშინ გაჩნდა ეს მოსაზრება – მეგრული „ენაა“, სვანური „ენაა“, ლაზური „ენაა“ და სხვ. არადა სინამდვილეში, ესენი დამოუკიდებელი ენები კი არაა, არამედ ქართულის ისეთივე განუყოფელი ნაწილებია, როგორც, ვთქვათ, ხევსურულია, თუშურია, ფშავურია, მესხურია, იმერულია... ერთი ენის ნაწილებია. ამ თვალსაზრისს, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ხელი შეუწყვეს იმდენად, რომ დღეს საზოგადოების უმრავლესობამ უკვე ასე იცის, რომ მეგრული თურმა ცალკე ენაა, ამას მოჰყვა კიდევ სახიფათო ნაბიჯები ბოლო 15 წლის განმავლობაში, უკვე აქტიურად მოქმედებენ იმ მიმართულებით, რომ მეგრელებსა და სვანებს მისცენ ცალკე ავტონომია. ამისთვის საკმარისია, ინტერნეტში შეხვიდე და ნახო, ვიკიპედია თუნდაც, სადაც გაჩნდა მეგრულად საენციკლოპედიო მასალა. ინტერეტში არის მეგრულად ნათარგმი ფილმები. იწერება, რომ თურმე მეგრელებს დანარჩენი ქართველები ჩაგრავენ და მათი კულტურისა და ენის განვითარების საშუალებას არ იძლევიან. ამის უკან ისევ რუსეთი დგას. თუ ასე გაგრძელდა ჩვენ ცოტა ხანში შეიძლება ძალიან მძიმე ვითარება გვქონდეს.

_ თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ ვითარებიდან?

_ ერთადერთი სახელმწიფო რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურის წინსვლას და მათ გადარჩენას არის საქართველო. ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშიც შედის. იმიტომ რომ ჩვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, მომგებიანია არა გარუსებული, გადაგვარებული, გადაჯიშებული აფხაზი, არამედ თავისი მენტალიტეტისა და ეროვნული შეგნების მქონე ადამიანი.

არჩევნები 2010

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პირველადი დასკვნის თანახმად, არჩევნები შედგა, თუმცა დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია.
არჩევნებიდან მეორე დღეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შეფასება გააკეთა. ისინი არჩევნებს თითქმის ყველა საარჩევნო საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. მათი განცხადებით, ძირითადად დარღვევები შეინიშნებოდა თბილისის მთაწმინდის ოლქში, ასევე - ბათუმსა და ქუთაისში.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელ ეკა სირაძე-დელონეს განმარტებით, არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. "1100 დამკვირვებელი 73-ვე ოლქში აღნუსხავდა საარჩევნო დარღვევებს. სხვადასხვა დარღვევებზე საჩივრები ჩვენც გვექნება, მაგრამ ეს დარღვევები მასშტაბური ხასიათის არ ყოფილა," - აღნიშნა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი საკუთარ რეკომენდაციებში მიუთითებენ, რომ კვლავ დასახვეწია საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის ხარვეზებიც 30 მაისს ისევ გამოჩნდა. "უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გაწმენდაზე, გაიზარდოს ამომრჩეველთა განათლების დონე, გაიზარდოს არჩევნების დანიშვნის ბოლო ვადა და, რაც მთავარია, ამაღლდეს ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაცია," - შენიშნავენ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მათ არაერთგვაროვნად შეაფასეს. ოპოზიციის ნაწილი გამარჯვებულ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მმართველი ძალა კი არჩევნების შედეგებს დემოკრატიის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს.
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებას ოპოზიციის შეცდომებმაც შეუწყო ხელი: "მათ არასწორად ჰქონდათ აგებული საარჩევნო კამპანია. დაპირებებისას არ უნდა ყოფილიყვნენ კონცეტრირებულნი მხოლოდ ადამიანის უფლებებზე ან საერთაშორისო ურთიერთობებზე. სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება, რასაც გვიან მიხვდნენ. ამასთან, დიდი როლი ითამაშა ოპოზიციის დაქსაქსულობამ. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, ამომრჩეველმა რაციონალური არჩევანი გააკეთა."
ოპოზიციის წარმომადგენლები არაერთგვაროვნად აფასებენ მიღები შედეგებს.
"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ არჩევნებში დამარცხება აღიარა და გიგი უგულავას ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების ასრულება უსურვა. "ეროვნული საბჭო" კი არჩევნების შედეგების გამო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
არჩევნების შედეგები "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემაც შეაფასა. მისი განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური გუნდი, საბოლოოდ შედგა
"ნაციონალური მოძრაობა" კი ოპონენტებს თანამშრომლობას სთავაზობს, რათა ერთობლივად განახორციელონ თავიანთი იდეები და დასაქმების პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრან.
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც აკვირდებოდნენ. მათი წინასწარი დასკვნის მიხედვით, საქართველოს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე დაფიქსირდა პროგრესი იმ საერთაშორისო სტანდარტების შესრულებისკენ, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვისაა საჭირო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად ამომრჩეველთა 55,2%-ის მიერ არჩეულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი ბ-ნი გიორგი უგულავა. თბილისის მერის არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ჩატარდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო აჯამებს თბილისის პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნების შედეგებს, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აჯამებს თითოეული საარჩევნო ოლქი. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 52.5% - 14 მანდატი
"ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 17.9% - 5 მანდატი
"გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 12.05% - 3 მანდატი
,,ეროვნული საბჭო" - 8.2% - 2 მანდატი
,,თოფაძე მრეწველები" -6.2% - 1 მანდატი
,,ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის" შეფასებით ,,30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ აშკარა პროგრესი აღინიშნა... საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნები პროფესიონალურად, გამჭირვალედ და ყველა მხარის მონაწილეობით წარმართა.... არჩევნების ისტორიაში პირველად საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნები ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრების მიერ იყვნენ არჩეული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიესალმნენ ამ სიახლეს, რომელმაც პროცესებში ჩართულობის ხარისხი გაზარდა. ადგილობრივი დამკვირვებლების დიდმა რაოდენობამ განაპირობა საარჩევნო პროცესის გამჭირვალობის ზრდა." -აღნიშნულია დასკვნაში.

მხატვრობა საქართველოში

მხატვრობა საქართველოში არაპოპულარული და ნაკლებშემოსავლიანი ხელოვნების დარგია. ფიროსმანის ქვეყანაში მხატვრები ხელისუფლების მხირდან უყურადღებობაზე საუბრობენ.
მათ მიერ დასახელებული პრობლემებიდან კი ერთ–ერთი ქვეყანაში შემოტანილი უცხოური საღებავებია, რომელთა ხარისხითაც არავინ ინტერესდება.
მხატვრები იმასაც წუხან, რომ საქართველოს მოსახლეობა ღარიბია და ხელოვნების ნიმუშების შეძენის ნაცვლად მათი მთავარი საზრუნავი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.
რა გზა გამონახეს ახალგაზრდა მხატვრებმა საკუთარი ნამუშავრების პოპულარიზაციისთვის, იხილეთ სიუჟეტში.

Sunday, June 20, 2010

ბავშვები მომავლის გარეშე...

საქართველოში უპატრონო ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. ყოველწლიურად ბავშვთა სახლებში ბავშვთა ჩაბარების შემთხვევების რაოდენობა როგორც წესი ბავშვთა სახლებიდან გაშვილებულთა რაოდენობას აღემატება.
მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების 2009 წლის მონაცემებით, საქართველოს ბავშვთა სახლებიდან 70-მდე პატარა გააშვილეს, 90-მდე კი პირიქით, ბავშვთა სახლში იქნა ჩაბარებული.
წყნეთის ბავშვთა სახლის უფროსის მირანდა მუმლაძის თქმით, ყველაზე მეტი ბენეფიციარი 2009 წელს ჰყავდათ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან უნარშეზღუდული უპატრონო ბავშვები მიჰყავთ, თუმცა ძირითადად, მაინც სოციალურად დაუცველი ფენები მიმართავენ.
წყნეთის ბავშვთა სახლი 110 ბენეფიციარზეა გათვლილი. ახლა აქ 106 აღსაზრდელია. მაჩვენებელი თითქმის ყოველთვიურად იცვლება, თუმცა, ბავშვთა სახლის უფროსის მირანდა მუმლაძის თქმით, 100-ზე ქვევით არ ჩამოსულა.
ბავშვები ექვს კოტეჯში ცხოვრობენ. კოტეჯებში სხვადასხვა ოთახები და პატარა საწოლებით სავსე საძინებლებია. ბავშვებს ცალკე აქვთ სამზარეულო, ოთახი,სადაც სწავლობენ; ასევე ცალკე უდგათ ტელევიზორი. თითო კოტეჯში 15-დან 20-მდე აღსაზრდელია. “სახლში წავედი” - ამბობენ ისინი, როდესაც მეცადინეობას ან თამაშს მორჩებიან ხოლმე.
სტუმრები განსაკუთრებულად უყვართ. მაშინვე ფეხზე წამოცვივდებიან, შემოგეხვევიან და ერთხმად გესალმებიან. მზად არიან, ლექსი წაგიკითხონ ან გიცეკვონ და აუცილებლად გითხრან საკუთარი სახელი.
დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, გულისხმობს ბავშვთა სახლების მიმსგავსებას ოჯახური ტიპის გარემოსთან. წყნეთის ბავშთა სახლი კი, კოტეჯური სისტემით, ამ გარემოს ჰგავს. იდეალურ პირობებამდე ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს აქ უვლიან, აცმევენ, ასწავლიან.
ყველა ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავდება. ასევე განსხვავდება მათი სურვილებიც..
ზოგს პოლიციელობა უნდა, ზოგს პირამიდების ნახვა დაუსახავს მიზნად...
“მინდა ეგვიპტეში წავიდე.”
“ბალერინა მინდა გავხდე.”
“მე - მხატვარი.”
“მე - ჟურნალისტი.”
“მე მინდა, პოლიციელი გამოვიდე, პოლიციელი წესრიგს იცავს.”
“მე ჯარისკაცობა მინდა - ომში წავალ, ვიჩხუბებ.”
ჯერჯერობით თითქოს ყველაფერი კარგადაა. ასე გაგრძელდება 18 წლამდე. შემდეგ ამ ბავშვების უმრავლესობის ბედი გაურკვეველი ხდება. სახელმწიფო სხვა სპეციალურ პროგრამებს ვერ ახორციელებს. ვისაც სახლი აქვს, იქ დაბრუნდება და თავის დამკვიდრებას შეეცდება, ვისაც არა - მათი ბედი გაურკვეველია. რა იქნება ხუთი ან ათი წლის შემდეგ, ბავშვები ახლა ამაზე ვერ ფიქრობენ. ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან....

Saturday, April 3, 2010

Vivienne Westwood ვივიენ ვესტვუდი


XX საუკუნის 70-იანი წლების ახალგაზრდობისათვის საკულტო დიზაინერად იქცა ვივიენ იზაბელ სუაიე, დღეს უფრო მეტად ცნობილი როგორიც ვივიენ ვესტვუდი (დაბ. 1941 წ.), თავისი საქვეყნოდ განთქმული ბუტიკით (შოკისმომგვრელი დასახელებით ,,სექსი”) ლონდონის სკანდალურ რაიონ ჩელსიში. 

სწორედ პანკებთან (გრძელი პალტო-შინელი, დახეული ჯინსები და მაისურები უხამსი წარწერებით, ჯაჭვები და სამაგრები, ვარცხნილობა «იროკეზი», შეღებილი წარმოუდგენელ ფერებში) და ,,ახალ რომანტიკოსებთან” — 70-იანი წლების დასასრულის ინგლისის სუბკულტურასთან - ერთად შევიდა მისი სახელი ისტორიაში. 

მბზინავი შავი ტყავი, შარვალი-ბანდაჟი, ლატექსი, გამომწვევი მინი, რომლებიც უფრო ჰგავს მინი-ქამარს, ბადისებრი მაღალყელიანი წინდები, ბიკინები წაულას ბეწვისგან, ელვები და ჯაჭვები, მკვეთრი გრიმი, პირსინგი და ცნობილი ვარცხნილობა ,,იროკეზი” ორივე სქესისათვის აღმოჩნდნენ პოდიუმზე პირველად. 

ვ.ვ. (ასე მონათლეს ვივიენ ვესტვუდი სახელის შეკვეცის მოყვარულმა ჟურნალისტებმა) - მთავარი სკანდალისტი ინგლისურ მოდაში (სწორედ მან გამოუშვა დედოფალ ელისაბედ II- ის საიუბილეოდ მაისური მისი პორტრეტით, რომელზეც დედოფლის ქვედა ტუჩი ინგლისური ქინძისთავით პირსინგივით გახვრეტილი).

ბრიტანეთის ყველაზე ექსტრავაგანტული ქალი, დიდი მეამბოხე პანკური წარსულით (ტყავისა და რეზინის ტანსაცმლის მიმყიდველი სადომაზოხიზმით დაინტერესებულთათვის), მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა: ვივიენი აღარ თანამშრომლობს ,,სექს პისტოლსის” ჯგუფის ორგანიზატორთან, შოუ-ბიზნესის სამყაროში სკანდალურად სახელგანთქმულ - მალკალმ მაკ-ლარენთან და აღარ ხატავს მაისურებზე. პანკურ სტილს უკვე დაემშვიდობა და სულ უფრო და უფრო შორდება ანდერგრაუნდს. 1981 წლიდან მონაწილეობს პარიზის მაღალი მოდის კვირეულებში, გეგმაზომიერად სცილდება რა კუტიურს. 

დასრულდა დრო, როდესაც მისი ბუტიკის ხშირი სტუმრები იყვენენ შოუ-ბიზნესის ისეთი საკულტო ვარსკვლავები, როგორებიც არიან დევიდ ბოუვი და ბოი ჯორჯი. მაგრამ სწორად ამ ,,შოკის დედოფალმა” მოახდინა ძალიან დიდი ზეგავლენა თანამედროვე მოდაზე.

დღესდღეობით მისი კოსტიუმები თარგვის რთული სისტემის მიხედვით იკერება, რომელიც გამოკვეთს ბიუსტს და განზრახ უსვამს ხაზს წელს - სულ ვესტვუდია, მასწავლებელი განათლებით, ვივიენი – თვითნასწავლი, თარგვაში გენიალური ექსპერიმენტატორი.

ჯერ კიდევ სიყმაწვილეში გამოირჩეოდა ვივიენ ვესტვუდი თანატოლებში ყველაზე ვიწრო კაბით და ყველაზე მაღალი ,,ცხენის კუდით” თავზე. მოდაში მინიმალიზმის მოწინააღმდეგე ყოველთვის ისეთ სამოსს ქმნიდა, რომელიც თითქოსდა შეყვარებულია ქალის სხეულზე. 

(,,მიაკერო და მოაცილო!” -ასეთ სარკაზმით საუბრობს იგი თანამედროვე მოდის შესახებ) 

რად ღირს ისტორიები მისი სახელგანთქმული კოლექციების ჩვენებების შესახებ, როდესაც მანეკენებზე ტუალეტის ერთარდერთი ნივთი ბეწვის ქურქის ქვეშ - კორსეტი იყო, ანდა ტრუსი-ტანგა იმავე ბეწვისაგან, რომლებიც მოდის ყველაზე სექსუალური აღმოჩენა გახდა მერი კუანტის მინი კაბების შემდეგ. 

ცნობილი მანეკენის - ჯერი ჰოლის გამოჩენა პუბლიკაზე ვესტვუდის შესანიშნავ დრაპირებულ კაბაში, ძალიან ღრმა დეკოლტეთი... ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა მისი ნახევრადშიშველი მკერდი - რომ მისი ნახვა ატომური აფეთქების ტოლფასი იყო. რად ღირდა მისი მანეკენები, ტანსაცმლის გარეშე, ჩინებულ ფეხსაცმელში რომ მიდი-მოდიოდნენ სუნთქვაშეკრული მაყურებლის წინაშე. 

უმეტესწილად მისი მეცადინეობით, ქალის ქვედა ტანსაცმელი გადაიქცა ზედად და ეპოტაჟის ვირტუოზი არ წყვეტს წესიერი მაყურებლის შოკში ჩაგდებას.

შეიტანა რა საცვლები მოდაში როგორც ზედა ჩასაცმელი, აჩვენა რა კოლექციები, რომლებშიც ბიუსტჰალტერები კაბების ზევით აცვიათ, ვესტვუდმა არსებითი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის 80-იანი წლების მოდაზე.

,,შოკის დედოფალი” ვივიენ ვესტვუდი ასე ხსნის თავის შეხედულებას ქალთა მოდაზე: 

,,ხშირად ვიყენებ სიშიშვლეს ჩემს კოლექციებში, რადგან, მივისწრაფი შევქმნა ის განსაცვიფრებლად-იდეალური ქალის სახე, რომელიც ასე არ მოსწონთ ფემინისტებს. არ ღირს შიშველი სილამაზის დემონსტრირებაზე უარის თქმა.”

...თუმცაღა, ვივიენი ყოველთვის აღიარებს, რომ მისი ტანსაცმელი არ არის სუსტი ადამიანებისათვის:

 ,,ჩემი სამოსი მათთვის არ არის, ვინც ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, შეუმჩნეველი დარჩეს” 

 ქუჩის მოდასთან მისი ალიანსი, უსიყვარულობა ”ისტებლიშმენტისადმი” და აგრესიული სექსუალურობის მედგარი პროპაგანდა - პრესის მდგრადი ინტერესის გარანტიას იძლეოდა. 

ადამიანები გატაცებულნი არიან მისი სკანდალური იმიჯით (მაგალითად, ექსცენტრიული ,,ბებრუცანას” ვივიენის მიერ, ბუკინგემის სასახლეში 1992 წ. ბრიტანეთის ორდენით დაჯილდოვებაზე ქვედა საცვლის არქონის დემონსტრირება) და ვერც კი ამჩნევენ, რომ ის ელეგანტურ ტანსაცმელს ქმნის, რომლის ტარება შეიძლება და ხანდახან აუცილებელიცაა. 

...თუმცაღა, ვესტვუდმა პანკი კულტად აქცია და ამით გაანადგურა იგი. მისი მაღაზია ისეთი წარმატებით სარგებლობდა შეძლებულ კლიენტებს შორის, ხოლო ექსპორტი იმდენად დიდი იყო, რომ მან ბრიტანეტის იმპერიის ორდენი დაიმსახურა. ვესტვუდმა პანკები ქუჩიდან უმაღლეს საზოგადოებაში გადმოანაცვლა, ეს კი ეწინააღმდეგებოდა თვით პანკ-მიმდინარეობის არსს...

პანკ-მოდას მოჰყვა დაცინვა ქალურობაზე ტრადიციულ შეხედულებებზე _ კრინოლინების, კორსეტებისა და თავბრუდამხვევი პლატფორმების დახმარებით.

ქირდვა, ეპატაჟი - აი, თავისი საქმის შესანიშნავი ხელოსანის, უშრეტი ფანტაზიის მქონე ,,მოხუცებული” ვ.ვ.-ს, ძირითადი პრინციპი. საკვანძო სიტყვა მისი იმ პერიოდის მოდის გასაგებად ეს არის - სანარცხე. 

და მაინც, ვივიენ ვესტვუდი ინგლისური მოდის ნათლიაა. 

ყოველმა ინგლისელმა იცის მისი სახელი და ამაყობს იმით, რომ ვივიენი მისი თანამემამულეა დერბიშირის პატარა საგრაფოდან, რომელიც ბრიტანეთის ნამდვილი ეროვნული ფასეულობა გახდა. 

უკიდურესად ინდივიდუალური სტილი არა მხოლოდ შოკს გგვრის, არამედ გავლენასაც ახდენს სხვა მოდელიორებზე. 

ვივიენისეული შემაცბუნებელი აღმოჩენები, (მართალია, შედარებით მსუბუქი ფორმით) არც თუ იშვიათად, წარმატებულად აისახება სხვა მოდელიორების კოლექციებში. 

განსხვავებული დიზაინერები, როგორებიც არიან კარლ ლაგერფელდი, ჟან-პოლ გოტიე, კრისტიან ლაკრუა და რეი კავაკუბო, არ იღლებიან ამის აღიარებით და განადიდებენ ვივიენს, ხოლო მაღალი მოდის სამყაროში საქვეყნოდ ცნობილი ვესტვუდის ისეთი თანამემამულეები, როგორებიც არიან ჯონ გალეანო და ალექსანდერ მაკკუინი, სულაც მის გზას გაჰყვნენ, აქცევენ რა თავიანთ ჩვენებებს, ხშირად მეტად შემაცბუნებელ, თეატრალიზებულ წარმოდგენებად.

Gianfranco Ferré


Gianfranco Ferré - დახვეწილი ბრენდის დამაარსებელი,რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა 62 წლის ასაკში.
მას ხშირად უწოდებენ მოდის არქიტექტორს და ამაში გადამეტებული არაფერია.მის დღევანდელ სავიზიტო ბარათში მითითებულია, - პროფესიით არქიტექტორი. იგი 1987 წლიდან ქმნის ფირმას „ჯან ფრანკო ფერე და ს.პ.ა.“ , რომელმაც სათავე დაუდო შემდგომში გიგანტურ იმპერიას. თავდაპირველად შქმნა ქალების კოლექცია, შემდეგ - მამაკაცების, ხოლო 1984 წელს კი მსოფლიოში გამოჩნდა ქალის პირველი სუნამო, სახელწოდებით „ჯანფრანკო ფერე“ , შემდეგ 5 არომატი პარალელურად ქალისა და მამკაცის ტანსაცმლის კოლექციებთან ერთად იქმნება. ამასთან, ფერე თავად ქმნის სუნამოს ფლაკონის დიზაინს. ფირმის 20 წლისთავთან დაკავშირებით ფერემ გამოუშვა ქალის სუნამო „ჯანფრანკო ფერე 20“, რომელმაც მსოფლიო ტრიუმფი მოიპოვა.
მის კარიარაში არის ერთი გარკვეული ხაზი, როელსაც დიზაინერი მიჰყვება. ფერე ერთ კოლექციაში ტყავს აღმერთებს , მეორეში ბეწვს წამოსწევან წინ , მესამეში - ტრიკოტაჟს და ა.შ. მისთვის კრისტიან დიორის სახელი ყოველთვის მისაბაძი იყო და ცდილობდა ამ ფირმისთვის ეჯობნა. ფერეს დიორთან მუშაობამ მაინც მოუწია. გარკვეული დროის მანძილზე იგი სათავეში ედგა „დიორის სახლს“ . ამ პერიოდში გამოსული კოლექციები კრიტიკოსებმა შემდეგნაერად შეაფასეს: „დიორი დაბრუნდა, თითოეულ კოლექციაშ ჩანს დიორის ხედვა, მისთვის დამახასიათებელი სურნელი და მისი პრინციპები“. პრველი დიორ-ფერეს კოლექციის შემდეგ , ჯანფრანკო აღიარეს მსოფლიო კლასის დიზაინერად. „დიორის“ სახლში ფერემ 8 წელი დაჰყო და მოულოდნელად 1997 წელს იგი მიატოვა. იგი კომპანია „ფერეში“ დაბრუნდა. მან დაამტკიცა, რომ უნდა შეიქმნას არა სამი თვით, არამედ ათწლეულებისათვის.


GIORGIO ARMANI


მსოფლიო ბომონდი და განსაკუთრებით მოდის აქტიური მიმდევრები ალბათ სახტად დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათ საყვარელ დიზაინერს, ჯორჯო არმანის წლების მანძილზე არაფერი აკავშირებდა მოდასთან.
თავისი ცხოვრების გადაფასება არმანის ჯარში სამსახურის დროს მოუწია. ერთ მშვენიერ დღეს არმანიმ გაიცნო ნინო ჩერუტი, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო მოდის სამყაროში. ჩერუტიმ მასში დიზაინერის ნიჭი შეამჩნია და თავისთან სამუშაოდ მიიწვიa. არმანი 10 წლის მანძილზე ქმნიდა მოდელებს „ჰოთმენის“ სავაჭრო ნიშნით და მოგვიანებით გადაწყვიტა მოდის მდინარეში მარტოს შეეცურა. დამოუკიდებელი საქმის დასაწყებად საკუთარი „ფოლკსვაგენი“ გაყიდა.
არმანიმ ტრიუმფalუrი სვლა 1975 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც ქალის ტანსაცმლის კოლექცია წარმოადგინა. ჩვენების შემდეგ იგი პოპულარულ ჟურნალ „თაიმსის“ გარეკანზეც მოხვდა. კრისტიან დიორის შემდეგ ასეთი დიდი პატივი მხოლოდ არმანის ერგო. ყოველივე ამის შeმდეგ დაიწყო არმანის მეფობის ხანა, რომელიც დღესაც გრძელდება.
მისი კარიერა ფeნომენურია. დღეს წარმოუდგენელია, ისე იოლად ავიდეს ვინმე მოდის ოლიმპზე, როგორც ეს წილად ერგო არმანის. ათი წლის წინ მისი დიზაინით ჰოლივუდიდან მიშელ პფაიფერი დაინტერესდა, მას მიჰბაძეს მერილ სთრიპმა, კიმ ბესინჯერმა, მირა სორვინომ, ჯოდი ფოსტერმა, ჯინა დევისმა, რიჩარდ გირმა, მელ გიბსონმა და ა.შ. თვით სოფი ლორენმა უღალატა ვალენტინოს, რომელთანაც 20 წელი აკავშირებდა.ორნელა მუტისათვის კი არმანი იმდენად ძვირფასია, რომ სხვa დიზაინერების ბუტიკებშიც შესვლასაც კი უფრთხის. არმანისმუდმივი კლიენტები არიან აგრეთვე, მონაკოს პრინცესა კაროლინა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბორის ბეკერი და მისი მეუღლე კაროლინა.
არმანი მსოფლიო ბრენდია, კარგი გემოვნების ნიშანია და მოდის სიმბოლოა, მაგრამ თვითონ მაესტროზე რა ვიცით? როგორ გადაიქცა გულჩაკეტილი და მორიდებული ახალგაზრდა კაცი მოდის კანონმდებლად? რაშია არმანის ფენომენი? ის იშვიათად აძლევს ინტერვიუს, და როცა აძლევს, მაშინაც არ ცდილობს, გული გადაუშალოს ვინმეს. 
  ჯორჯო არმანის პირველი და ერთადერთი ბიოგრაფია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა რენატა მოლხომ დაწერა. ის მოდის ისტორიასა და სოციოლოგიას სწავლობს და თავის წიგნში ცნობილი დიზაინერის ცხოვრებაზე გვიამბობს. წიგნი ძირითადად მეგობრების და ნაცნობების მონათხრობის მიხედვითაა დაწერილი. ავტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ იქცა როზანა არმანი, რომელმაც თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი ძმას მიუძღვნა. ბევრი რამ “Vogue Italia”-ს არქივებში აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით ბიოგრაფიაზე მუშაობაში არმანის პრეს-სამსახური ჩაება. 
  “მისი ბიოგრაფიის დაწერის ცდა უამრავჯერ აღმოჩნდა ამაო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მის ცხოვრებაზე პირველ წიგნს მზის სინათლის ხილვა ეღირსებოდა”, - გამოტყდა რენატა მოლხო. წიგნში არაა მორიგ ჯილდოზე თუ პრემიაზე საუბარი, არც დღესასწაულების აღწერა, არც ცნობილი სახეების მოგონებები. ავტორი ვარაუდობს, რომ პირველადაა გამოკვეთილად წარმოდგენილი ჯორჯო არმანის პორტრეტი აქამდე სრულიად უცნობ ასპექტში, რომელსაც გამალებით იცავდა სხვისი თვალისგან დიდი მოდელიერი, რადგან არ სურდა ვინმე მის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყო. 
  ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს, 7 საათსა და 40 წუთზე დაიბადა იტალიის ქალაქ პიაჩენცაში, ვია კოლუმბაზე, სადაც რომის მგლის ცნობილი მონუმენტი დგას. ის კირჩხიბია, მაგრამ ამავე დროს ლომის ზოდიაქოს ძლიერი გავლენის ქვეშაა. ოჯახის უფროსი, უგო არმანი, ქალაქის ფაშისტურ ადმინისტრაციაში მუშაობდა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, თამაშობდა კიდეც ადგილობრივ გუნდებში. დედა, მარია რაიმონდო (ჯორჯოს ცხოვრებაში მთავარი ფიგურა) დიასახლისი იყო, სპორტსაც მისდევდა, სოციალურ საქმეებსაც, საზაფხულო საბავშვო ბანაკების ხელმძღვანელიც იყო. მშობლები აღმერთებდნენ თეატრს და ერთმანეთი სწორედ მოყვარულთა სპექტაკლზე მუშაობისას გაიცნეს პიაჩენცას თეატრის სცენაზე. ჯორჯოს ტალანტი ძალიან ადრე გამოვლინდა. მისი დედა ყვებოდა, რომ ერთხელ საძინებელში, გადასაფარებლის ბოლოები მოჭრილი დახვდა, თურმე ჯორჯოს თავისი თოჯინებისთვის მოუჭრია ისინი, რომ თმები გაეკეთებინა მათთვის. 
  ცოტა რამ დიზაინერის დრევანდელ ცხოვრებაზეცაა ცნობილი: მაგალითად: ის ძალიან უბრალოდ იცვამს, და უპირატესობას მუქ ლურჯ ფერს ანიჭებს. მისი გარდერობი, 48 განყოფილებით, არც ისეთი დიდია, რადგან დერეფანში ეტევა. სახლი ვია ბორგონუოვოზე – სამსართულიანია, ფართობით 500 მ2 - და ფუნქციურობის და დახვეწილი უბრალოების ნაზავია. მასში ნეიტრალური - კრემისფერი და სპილოსძვლისფერი სჭარბობს. 
არმანის სამუშაო დღე ადრე იწყება, შესვენებაზე - პირველიდან ორ საათამდე - 15 წუთი სძინავს თავისი ოთახის დივანზე. დაახლოებით 8 საათზე საკუთარ თავს უფლებას აძლევს ცოტა დალიოს “ნობუში” - ეს იაპონური რესტორანია, რომელიც მაღაზი ვია მანძონიშია გახსნილი. 
- სულ თავიდან მე ძალიან ვეწინააღმდეგებოდი მანეკენების გაშიშვლებას, რადგან სამოსზე მეტ ყურადღებას მათი სიშიშვლე იპყრობდა, არც ტოპ-მოდელების პიროვნების, მათი საქციელისა და ხასიათისადმი გადაჭარბებულ ყურადღებას ვამართლებდი,- გვარწმუნებს ჯორჯო არმანი.  
 “ყველაფერს, რაც შემიქმნია, ქეიტ ბლანშეტი ასახიერებს, ის ყველა ჩემი ქმნილების ხორშესხმაა” - ამხელს დიზაინერი. “მისი გრაციოზული ფიგურა ზუსტად ისე აჩვენებს ჩემს კაბებს, როგორადაც მე ისინი შევქმენი”. ეს ქალი არმანის იდეალურ ქალად იქცა: უშფოთველი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ელეგანტური ქალბატონი, რომელიც სამყაროს უფრო სუფთას ხდის” (ჟურნალი ““Bunte”). 38 წლის ავსტრალიელი ქ. ბლანშეტი, რომელმაც 2005 წელს ოსკარი მიიღო “ავიატორში” შესრულებული ქეთრინ ჰეპბერნის როლისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილია ელისაბედ II-ის როლით და “ბეჭდების მბრძანებელში” გალადრიელის პერსონაჟით.  
 - მეჩვენება, რომ სექსუალურობა სხეულის საქვეყნო დემონსტრირებაში კი არა, ჟესტში, მოძრაობასა და ქალის იდუმალებაშია. მე უარს ვამბობ ბანალურობაზე: ზედმეტად ცხადზე, ტრივიალურსა და ადვილად მიღწევადზე. მე უფრო დახვეწილი, ფაქიზი რამ მინდა გადმოგცეთ - ესაა შესაძლებლობა თავად გამოიყენონ იდუმალების და ეროტიზმის პოტენცია, რომლის ხორცშესხმის შესაძლებლობას ოსტატურად ახერხებს ჩემი შექმნილი ყველა მოდელი – ასეთია იდუმალებით მოცული ჯორჯო არმანის კრედო.

Chanel


მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს... 

მან გაათავისუფლა ქალის სხეული კორსეტისგან, მან თავის თანამედროვე ქალებს ჩააცვა შარვლები, ამასთან არ დაივიწყა ჰალსტუხი. . . მან შესთავაზა მსოფლიოს განუმეორებელი, დაუვიწყარი არომატი სუნამო - შანელი N5. 
მოდის პირველი სალონები და პირველი მოდელიერები, სიტყვა “კუტიურიესგან” გაჩდნენ XIX ს-ში საფრანგეთში. პარიზის წამყვანი მოდის სახლების შემოქმედებითი, მაღალი დონის სამკერვალო ოსტატობა გახდა პარიზის “მაღალი მოდის” საფუძველი. კოკო შანელი მოდის ბიზნესში მოხვდა XX ს-ში, როცა უკვე შემუშავებული იყო ტანსაცმლის ზომების სისტემა, დაიწყო მასიური წარმოება, გაჩნდა ტანსაცმლის ხაზი-pret-a-porte. შანელი იყო პირველი “კუტურიე”, რომელმაც დაიწყო მუშაობა სამკერვალო წარმოებისთვის. მისი კაბების და კოსტუმების მოდელებს აღარ ჰქონდა კორსეტის ფორმა, რომელიც ნეკნებს აზიანებდა და გულის წასვლის მიზეზი ხდებოდა. ტანსაცმელს ჰქონდა ქალის სხეულის ფორმა თავისი ღირსებებით და ნაკლით. რაც პოპულარული იყო XIX ს-ში- მეტისმეტად ვიწრო წელი, ფუმფულა ქვედაბოლოები, განიერი შლაპები, ძვირფასი მაქმანები, XX-ს-ში აქტუალურობა დაკარგა. 
კოკო შანელი ან იგივე გაბრიელ ბონერ შანელი - არის ის შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ბედის და გული კარნახით აღმოჩნდა მოდის ცვალებად სამყაროში და სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა. ამასთან მას დასაწყისში მხოლოდ საკუთარი ხელები, ქინძისთავების და მაკრატელის გარდა არაფერი გააჩნდა. ამჟამად მაღალი მოდის ეს ვარსკვლავი, რომლის სახელია Chanel წარმოადგენს დახვეწილი გემოვნების და მომხიბვლელობის ბრენდს. 
კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში, იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის შემდეგაც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარე “როტონდაში”, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი. კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს ავარიის შედეგად. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა. 
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. იგი შემდგომში იტყვის: “მე შევძელი საკუთარის სახლის შექმნა, რადგან მინახავდა ორი მამაკაცი”. 
მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა. პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევის “რუსული სეზონის” დროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო ლ.ბაქსტი, ნოვატორულ იდეებს. ბალეტში “თამაში” სტრავინსკის მუსიკაზე, იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა. 
მისმა წინათგრძნობამ, XX ს-ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები. 
როგორც ფრანგი მოქანდაკე როდენი მარმარილოს აცლიდა ყველაფერს ზედმეტს შედევრის შესაქმნელად, ასევე მაკრატლითა და ნემსით შეიარაღებული კოკო ქმნიდა ქალებისთვის პრაქტიკულ და მოსახერხებელ ტანსაცმელს. მისი შთაგონების წყარო იყო, როგორც ბავშვობა, ასევე გარემო, სადაც ტრიალებდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. ნამდვილი ელეგენტურობის საწყისად კოკო მიიჩნევდა ბუნებრიობას და სიმარტივეს. იგი არასოდეს ქმნიდა ესკიზებს, თავად უწევდა რეკლამას საკუთარ მოდელებს, იცმევდა რა მათ თეატრში, სეირნობისას და კიდებდა მაღაზიის ვიტრინაში. ამ გზით მან დაამკვიდრა თავისი სტილი, სუნამო, საყვარელი ყვავალი-თეთრი კამელია. ამბობდნენ, რომ მოდის შემქნით ის თავის თავს მოსავდა. კოკო და მისი მოდელები, მისი სტილი იზიდავდა გამბედაობით, თანამედროვეობით და სიახლით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა XX ს-ის ქალს. “ჩემი ჩაცმის სტილი სხვების დაცინვას იწვევდა, სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატება, რადგან სხვების მსგავსად არ გამოვიყურებოდი”. 
პირველი მსოფლიო ომის დროს კოკო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო შორეულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მისი მაღალი მოდის სახლი პოპულარული გახდა უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმლის გამო. ტრიკოტაჟის ქსოვილი“ჯერსი” ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საწყობში ომის პერიოდში. მისგან წინდებს და საცვლებს კერავდნენ. მან პირველმა შექმნა მისგან კაბის და კოსტუმის მოდელები. 
1920 წელს კოკომ რუსი ემიგრანტ დიდი მთავარ დიმიტრი რომანოვის მეშვეობით გაიცნო პარფიუმერი ერნესტ ბო. იგი ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომ “ქალს ქალი სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის”. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერით “შანელი N5” გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს. 
დამქანცველი ომის შემდეგ ევროპაში 20-იან წლებში დაიწყო ეკონომიკური ზრდა, შეიცვალა ქალის როლი. კოკომ შექმნა თავისი თანამედროვე ქალის მოდური სახე-ბიჭური ფიგურა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯულობა, რაც მანამდე ქალბატონებისთვის ცუდ ტონად ითვლებოდა. მამაკაცის შარვლები, კოსტუმები, მკაცრი პერანგები ჰალსტუხით, ნაკეცებიანი ქვედაბოლოები – ამ ყველაფერმა საბოლოოდ შეცვალა ქალის ჩაცმის სტილი. და ბოლოს “უმაღლესი პილოტაჟი”- გენიალური, მუხლებამდე სიგრძის შავი კაბა გრძელი სახელოებით და მომრგვალებული დეკოლტეთი. შავი ფერის მიუხედავად, კაბა მეტად ეროტიკულად გამოიყურებოდა:კაშკაშა წითელი პომადა, ხელოვნური მარგალიტის გრძელი მძივი, მსუბუქი ნავისებური ფეხსაცმელი და შანელი N5 –ის არომატი ავსებდნენ კლასიკას. “პატარა შავი კაბა” გახდა არამარტო ეპოქის და არამედ კოკოს სახე, რომელსაც უყვარდა შავი ფერი და სილუეტის ელეგანტური ლაკონურობა. ჟურნალები წერდნენ, რომ “ქალი, რომელსაც გარდერობში შანელის ერთი ნივთი მაინც არ აქვს, ის უიმედოდ არის ჩამორჩენილი მოდას. 
კოკო შანელი ხდება მოდის აღიარებული კანონმდებელი. მისი მოდელების ქაღალდის თარგების გამოშვებას იწყებს ამერიკული კომპანია “Mc Call Pattern Company” . მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და კოკოს ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი ხდება, მისი კლიენტები მიეკუთვნებოდნენ მაღალი საზოგადოებას, ასევე იყვნენ XX საუკუნის ცნობილი ქალბატონები- მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ფრანსუაზა საგანი, რომი შნაიდერი და სხვები. 
თავისი ინდივიდუალური სტილის შექმნის, ცალკეული პროპორციების, ფერთა გამის, ქსოვილის ფაქტურის დამუშავების გარდა კოკო ქმნიდა დამატებით აქსესუარებს და ბიჟუტერიასაც. 
1924 წელს მან დაიწყო მოდური ბიჟუტერიის წარმოება ხელოვნური ქვებისგან დამზადებული ეფექტური მძივები და გულსაკიდები ამშვენებდნენ მის კოსტუმებს და კაბებს და ანიჭებდნენ ჩაცმულობას კონტრასტულობას და მოხდენილობას. 1929 წელს ის ხსნის აქსესუარების, ბიჟუტერიის და სუნამოების ბუტიკს. კოკოს აზრით სამკაულები ბევრი უნდა იყოს.. ისინი ეპოქაზე თავიანთ კვალს ტოვებენ, მე მსურდა, რომ ეს შანელის ბიჟუტერია ყოფილიყო” თავად კოკო ატარებდა თავის ბიჟუტერიას ძვირფას სამკაულებთან ერთად, რათა ეჩვენებინა, რომ ოქრო ვერ ჩრდილავს მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას. 
უდიდესი წარმატება, რომელიც კოკომ მოიპოვა იყო მისი დაუღალავი შრომის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სურვილის, ნიჭის, მოდელიერის ოსტატობის შედეგი. მთელი ცხოვრება კოკო ამტკიცებდა, რომ მოვიდა საქმიანი, პროფესიაში წარმატებული, საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ქალის დრო, რომელსაც ამასთან ერთად სიყვარულის უნარიც გააჩნდა და შეეძლო ყოფილიყო სიყვარულის ობიექტიც. 
კოკოს რომანმა ვესმინსტერელ ჰერცოგთან, რომელიც დაიწყო 1925 წელს, შეავსო მისი წარმოდგენები მოდაზე. ტვიდის ჟაკეტებმა, რომელიც მამაკაცის კოსტუმებს გავდა, ნაქსოვმა სვიტერებმა შეიტანა მის სტილში ტრადიციული ინგლისური მოტივების ელეგენტურობა. მან უარი უთხრა ჰერცოგს ცოლობაზე. მისთვის მთავარი იყო შემოქმედება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. როცა მე მიწევს არჩევანის გაკეთება მამაკაცებს და ჩემ კაბებს შორის, ყოველთვის კაბებს ვირჩევ, მე ჩემ ვნებაზე ძლიერი ვარ”. მას არასდროს შეეძლო მთლიანად მისცემოდა პირად ცხოვრებას, მას ნარკოტიკივით იზიდავდა სამუშაო. ის მუდმივად დარჩება როგორც მადმუაზელ კოკო-უდიდესი მადმუაზელი. 
30-იანი წლების დასაწყისში კოკომ შექმნა საღამოს ჩაცმულობა, რომელშიც შეიტანა შიკის ელემენტები-ოქროსფერი წვიმებით გაწყობილი კაბები, ოქრომკედით ამოქარგული “ლამე”, რაც მის სტილს არ შეესაბამებოდა, მაგრამ დროს მიაგებდა პატივს. 
კოკომ თავისი შესაძლებლობები მოსინჯა, როგორც თეატრის და კინოს მხატვარმა. დიაგილევის ბალეტ “ლურჯი ექსპრესისთვის” მან შექმნა კოსტუმები (ჟ.კოკტოს სცენარი, ფარდის მხატვრობა პიკასო)., ასევე ფრანგული ფილმისთვის “პოეტის სისხლი”, მუშაობს ჰოლივუდში. 60-იან წლებში ფილმში “ბოკაჩო” რომი შნაიდერი შანელის შექმნილ კოსტუმებში თამაშობს. 
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კოკო ხურავს თავისი მოდის სახლს, მიდის თავისი დიდების და წარმატებისგან. “ისეთი განცდა მქონდა, რომ კაბებს არავინ არასდროს შეიკერავდა”-თქვა მან. ცხოვრებამ მას კიდევ ერთი სიყვარული აჩუქა გერმანელი ოფიცრის ბარონ გიუნტერ ფონ დინკლანგეს სახით, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი იყო. იმ წლებში გერმანელ ოფიცერთან სასიყვარულო ურთიერთობა, თანაც ასეთი ცნობილი პიროვნებისთვის მეტად მიუღებელი იყო. მაგრამ შანელს უკან დახევა არ შეეძლო, ის უკვე 60 წელს უახლოვდებოდა. მთელი საფრანგეთი მას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა, ის იძულებული გახდა შვეიცარიაში გადასახლებულიყო:”გასარკვევია რა უფრო დიდი ღალატია გერმანელთან დაწოლა და გერმანელი გენერლების ცოლების მომსახურეობა”-თქვა კოკომ. 
ცხრა წლის შემდეგ კოკო დაბრუნდა საფრანგეთში ახალი კოლექციით. დადგა სახელგანთქმული საათი, როცა 70 წლის შანელმა კვლავ დაიპყრო პარიზელი ქალბატონების გული. მან მათ შეთავაზა კრისტიან დიორის ალტერნატივა კაბების და კოსტუმების უბრალო, მოხერხებული, უნივერსალური მოდელები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევის და ნებისმიერი ასაკისთვის. შანელის უსაყელო და უგადანაკეცო კოსტუმი, მოკლე, კანტით გაწყობილი პიჯაკი და სწორი, მეტალის ღილებიანი მკაცრი ქვედაბოლოთი. შანელი თვლიდა, რომ არ არსებობს კოსტუმზე თანამედროვე ნივთი, მისი ტარებაც შეიძლება ბლუზებთან, შარფებთან, ტოპებთან, ბიჟუტერიასთან. კოსტუმი გახდა მაღალი სტილის მაჩვენებელი და შანელის სახლის ყველა ჩვენებაშია წარმოდგენილი. 
ლეგენდარულმა კუტურიემ იცოცხლა 87 წელი და გარდაიცვალა 1971 წელს. შანელის სტილი კი დღესაც ცოცხლობს და წარმოადგენს მოდის ხელოვნებაში ელეგანტურობის ნიმუშს. 
“მე არ მიყვარს როცა საუბრობენ შანელის მოდაზე. შანელი-ეს პირველ რიგში არის სტილი. მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს”.

DOLCE &GABBANA


დოლჩე და გაბანა (იტალ. Dolce & Gabbana) — იტალიური მოდის სახლი. მათ პროდუქციას ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიცაა სოფი ლორენი, უიტნი ჰიუსტონი, მადონა, მონიკა ბელუჩი, აიუმი ჰამასაკი, კრისტინა აგილერა, ისაბელა როსელინი და კაილი მინოუგი. კომპანიის წლიური ფულადი ბრუნვა 700 მლნ ევროს აჭარბებს.
დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა, სიცილიაზე. სტეფანო გაბანა კი 1962 წელს მილანში. ერთ-ერთი ექვსი წლიდან ხაზავდა ესკიზებს და ქსოვილებს აგროვებდა მომავალი სამოსისთვის, მეორე კი მილანის მოდური მაღაზიების ხშირი დამთვალიერებელი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 1980 წელს შეხვდა მილანში, როდესაც ატელიეში ასისტენტებად მოუწიათ მუშაობა; კერძოდ კი, სტეფანოს დაქალმა უთხრა: ატელიეში ნაცნობი მყავს, რომელიც დამხმარეს ეძებსო; სტეფანომაც გადარეკა ხსენებულ ”ნაცნობთან” და დომენიკო შერჩა ხაზის მეორე ბოლოს. მათი გაცნობა და თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. 1982 წელს მათ მოდური სტუდია გახსნეს, 1985 წელს კი მილანის სცენაზე ”ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში მათი პირველი კოლექცია გამოიტანეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ ქალის მზა ტანსაცმელი გამოფინეს, რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ბრენდი წვივსაკრავების, აზღუდების, საცურაო კოსტჲუმების და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში ამავე ჩვენებაზე წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა.
პირველი ბუტიკი 1989 წელს გახსნეს ტოკიოში, რასაც მილანსა და ჰონკონგში მოჰყვა მაღაზიების გახსნა.
2006 წლის ოქტომბერში დოლჩე & გაბანამ პირველი რესტორანი გახსნა მილანში, სახელად გოლდი ვია პიეროზე. რესტორანს, სახელის შესაბამისად, მოოქროვილი ინტერიერი აქვს. წყვილის საზკვების ობიექტებში 250 ადგილია და ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირული მენიუა წარმოდგენილი.
2008 წელს დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი სუნამო Light Blue Pour Homme პროფუმოს აკადემიამ და აშშ-ის ფიფის დაჯილდოვების კომიტეტმა მამაკაცის საუკეთესო სუნამოდ დაასახელა.
დოლჩესა და გაბანას შესახებ მათი ერთობლივი კარიერის დასაწყისიდან მოკლე ხანში ბევრი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მსოფლიო პრესაში, რაც საკმაო ხანს გაგრძელდა; თუმცაღა, საჭორაოც არაფერი იყო.. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრობდნენ… 2005 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მათი რომანტიკული ურთიერთობა 2008 წელს განახლდა, როდესაც წყვილი მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეეძლოთ.
ბრენდები
დოლჩე&გაბანა სპეციალიზებულია ძირითადად ფუფუნების საგნებზე. მისი ნაწარმი განსხვავდება სხვა დიზაინერთა პროდუქციისგან, არ არის სეზონური და გათვლილია ხანგრძლივად ხმარებაზე.
კომპანია აგრეთვე ვაჭრობს შემდეგი პროდუქციით: საცურაო კონსტუმებით, ქვედა საცვლებით, მხედველობის სათვალით, მზის სათვალით, სუნამოებით, საფულეებით.
დ&გ ჯუნიორი მოდის სახლის განსხვავებული ხაზია და ორიენტირებულია მხოლოდ 11 წლამდე ბავშვების ტანისამოსის შექმნაზე, რომელიც სეზონების მიხედვით არის წარმოდგენილი როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის.
მარტო შეერთებულ შტატებში Dolce & Gabbana-ს რვა ბუტიკი აქვს გახსნილი. გარდა ამისა, მოდის სახლი მსოფლიოს უამრავ ქალაქს მუდმივად ამარაგებს უახლესი კოლექციებით, მათ შორის თბილისს.
საინტერესო ფაქტები 
მადონასთვის მათ რეკორდულად მოკლე დროში შექმნეს უდიდესი კოლექცია - 1500 კოსტჲუმი სულ რაღაც ორ თვეში და თანაც ხელით. აქვე უნდა ითქვას, რომ კონტრაქტში ანაზღაურების თანხა არც კი ყოფილა მითითებული. დიზაინერებმა თითქმის უფასოდ შექმნეს მშვენიერი კოლექცია. ”შესაძლოა ჩვენი შრომის ღირებულებაზე იმიტომ არ ვფიქრობთ, რომ უკვე დიდი ხანია იმდენი გვაქვს გამომუშავებული, რის გახარჯვას ვერც კი შევძლებთ”-აცხადებენ დოლჩე და გაბანა.
მოდილიორები წლიურად ცამეტ კოლექციას ქმნიან; თითოეულ კოლექციაში ისეთი რამ არის ხოლმე ჩადებული, რასაც ნოვატორობად მიიჩნევს მოფლიო მოდის ინდუსტრია.
1996 წლის კოლექციაში უმკლავებო, შავი ფერის, იატაკამდე დაშვებული კაბები ჭარბობდა, გვერდებზე შეჭრილი და ყელზე მოგდებული შავი შარფით. ეს სამოსი იმდენად ლამაზად იქნა მიჩნეული, რომ მარტო ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის მაღაზიებმა 650 შეკვეთა მისცეს დიზაინერებს.

Christian Dior


Christian Dior -ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის დამაარსებელი ,რომელიც დახლოებით 50 წლის ასაკში გარდაიცვალა მეოცე საუკუნის 50იან წლებში...
ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო. 
საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა. 
1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა. 
1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი "NEW LOOK" ანუ "ახალი ხედვა" შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა. 
ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთში ქალბატონების უმრავლესობა მამაკაცის სამუშაოს ითავსებდა და შესაბამისადაც ეცვა. ისინი დაღლილები იყვნენ გამოზოგვით და არაფრისაგან რაიმეს შექმნით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კრისტიან დიორი, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პარიზის მოდის დედაქალაქად ქცევაში. 
კრისტიან დიორის ყველა პერიოდის კოლექციას თავისი თემა ჰქონდა. ეს იყო კლასიკური კოსტიუმები, ე.წ "ბალერინის სიგრძის" ქვედაბოლოები და მრავალი სხვა. 

კრისტიან დიორი, თავის პარტნიორ ჯაკ რუტთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდის ბიზნესში ლიცენზირებულ პროდუქციის წარმოებას ემხრობოდა. ჯერ კიდევ 1948 წელს, დიორმა ლიცენზირებული ბეწვეული, წინდები, ჰალსტუხები, პარფიუმერია და ტანისამოსი რეგიონალურ მაღაზიებში გაავრცელა. ამან ბრენდის პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი. 

1953 წელს დიორმა ასისტენტად 20 წლის, ახლა უკვე ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორენი დაიქირავა. 1957 წელს, იტალიაში, გულის შეტევით კრისტიან დიორი უცაბედად გარდაიცვალა. სწორედ ამ წლიდან ივ სენ ლორენი დიორის სახლის მთავარ დიზაინერად იქცა. მისი პირველი კოლექცია "ტრაპეცია კაბებისგან" შედგებოდა. მას შემდეგ რაც, ივ სენ ლორენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1960 წლიდან მარკ ბოჰანმა მთავარი დიზაინერის ფუნქციები თავის თავზე აიღო. ის 1989 წლამდე მუშაობდა, სანამ ჯან ფრანკო ფერემ არ დაიკავა მისი ადგილი. ფერე დიორის სახლში 1996 წლამდე მუშაობდა. 
ჯან ფრანკო ფერეს შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 1996 წელს ჯონ გალიანომ მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. მანამდე ის "ჟივენშის" მოდის სახლში მუშაობდა. 
კრისტიან დიორი "შანელისგან" განსხავებით ცნობილია, როგორც ძალიან რომანტიკული, ძალიან ქალური სტილის დამკვიდრებით. მისი კოლექციები უფრო ფუფუნებისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე კომფორტისაკენ. 
გალიანო, როგორც დიორის მემკვიდრე, იგივე სტილის, უაღრესად ქალურ სამოსს ქმნის, რომელშიც ერთნაირად იგრძნობა დღევანდელი გამოხატვის თავისუფლება და წარსულის სიმდიდრე.

ივ სენ ლორანი Yves Saint Laurent


“Over the years I have learned that what is important in a dress is the woman who is wearing it.”

"წლებზე მეტი დრო დამჭირდა, რომ მესწავლა რომ კაბაში ყველაზე მნიშვნელოვანია ქალი,რომელიც მას ატარებს" .. (რომელსაც ის აცვია) Yves Saint Laurent 

Yves Saint Laurent – დაიბადა 1936 წლის 1 აგვისტოს ალჟირის სანაპირო ქალაქ ორანში, ფრანგი არისტოკრატების ოჯახში. 1953 წელს, როცა 17 წელი შეუსრულდა, ის პარიზში გაემგზავრა. 
  მოდის სამყაროში ლორანი ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ შევიდა: ჩაირიცხა Chambre Syndicale de la Haute Couture-ის სკოლაში. ვულმარკის კონკურსზე კოქტეილის კაბისთვის პირველი პრემია მიიღო; მიშელ დე ბრიუნჰოფის – “VIGUE”-ის ფრანგული გამოცემის შეფის - რეკომენდაციების წყალობით, მას შესაძლებლობა გაუჩნდა, ემუშავა თვით კრისტიან დიორის მხარდამხარ. 1955 წელს ივ სენ ლორანი დიორის ასისტენტი გახდა, იმ წელს მან თავისი პირველი ”საღამოს კაბა” შექმნა. 1957 წელს კრისტიან დიორი გარდაიცვალა და საკუთარი სამოდელო სახლის ხელმძღვანელად 21 წლის ივ სენ ლორანი დატოვა. ასე ჩაიბარა ლორანმა დიორის მემკვიდრეობა, ხოლო მოგვიანებით “მგრძნობიარე ელეგანტურობის” საკუთარი სტილი შექმნა და განამტკიცა.
მისი პირველი დამოუკიდებელი კოლექცია მოდის სამყარომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1958 წელს იხილა და გაოგნებული დარჩა სრულიად ახალი სილუეტის აღმოჩენით. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს სილუეტი ტრაპეცია იყო. პარიზის პრესა სიხარულით იუწყებოდა: დიორის ტახტი ცარიელი არ დარჩებაო!...
1961 წელს, ბერჟესთან ერთად, ივ სენ ლორანმა თავისი სამოდელო სახლი დააარსა.
1964 წელს გამოჩნდა პირველი არომატი ლორანისგან – ქალის სუნამო, მოკლე სახელწოდებით “Y”. 1966 წელს შეიქმნა ცნობილი სმოკინგების ხაზი.
  შემდგომში ივ სენ ლორანმა მთელი ძალისხმევა რეტ-ა-პორტე-სკენ მიმართა. პარიზში გახსნა ბუტიკი “YSL რივ გოში”. პარალელურად იუმორისტული სტატიების ილუსტრაციებს და თეატრის, ბალეტისა და კინოფილმებისთვის დეკორაციებს ხატავდა. მისი კოსტიუმები ეცვა კატრინ დენევს ლუის ბონელის ფილმში. სწორედ ამ სამუშაოსთვის მიიღო ლორანმა “ოსკარი”. 
  საოცარი წარმატება ჰქონდა 1968 წელს მის კოლექციას “Saharienne”. ამ გამაოგნებელი კოლექციისთვის ის ფოლკლორულ სტილს იყენებს. რბილი, თბილი ჰავა და ფერწერული, ეგზოტიკური მცენარეთა სამყარო წლიდან წლამდე შთააგონებს მას, შექმნას სულ ახალ-ახალი ეთნიკური კოლექცია.
  1971 წელს ლორანმა პირდაპირ შოკში ჩააგდო კრიტიკოსები თავისი ახალი კოლექციით: "40s". იმავე წელს მისმა სახლმა წარმოადგინა 1966 წლის Pret-a-porte-ს კოლექციის “გაგრძელება” - სუნამო კოლექციისავე სახელწოდებით: რივ გოში. ამავე წელს გამოჩნდა მისი პირველი მამაკაცის ოდეკოლონი "Pour Hommes".
  1975 წელს მან ქალბატონებს დენდის სტილი შესთავაზა, Vogue-ის რედაქტორმა თავის შეფასებაში ხაზი გაუსვა სწორედ ამ სიახლეს და ივ სენ ლორანს მოდის სამყაროს ოლიმპზე განსაკუთრებული ადგილი უწინასწარმეტყველა. 
  1977 წელს ლორანმა კიდევ ერთი სენსაციით მოხიბლა ქალბატონები – გაჩნდა ახალი არომატი “ოპიუმი”. სუნამო მომენტალურად ქრებოდა მაღაზიებიდან. ყველა მის შეძენას ცდილობდა.  
  დღეს ისევე, როგორც 40 წლის წინ, ივ სენ ლორანი დახვეწილობის, დიდებულებისა და შარმის სიმბოლოა. ის პატივს სცემს ტრადიციას. საიმედო ცვლაც იპოვა, მემკვიდრე, ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერი ალბერ ელბაზი. ამჯერად Yves Saint Laurent-ის მარკით pret-a-porter –ს კოლექციები მისი ხელით შეიქმნება. თავად ლორანმა კი განაცხადა, რომ ახალ კოლექციებს pret-a-porter -სთვის აღარ გააკეთებს. ის აპირებს საკუთარი თავი, როგორც ახალგაზრდობაში, ახლაც მიუძღვნას haute couture-ს....
  მაგრამ საუბედუროდ is 2008 წლის 2 ივნისს პარიზში 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ალბათ ინტუიციამ უკარნახა მას, მოეძებნა მის მიერ შექმნილი მაღალი მოდის სახლის მემკვიდრე და მისი სახელის ტრადიციის გამგრძელებელი. მოდის სამყარო და მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ამ უდიდესი პიროვნების, მოდის ნოვატორის მოულოდნელი სიკვდილით.
Yves Saint Laurent -დახვეწილობის, დიდებულებისა და შარმის სიმბოლოდ დარჩება ყოველთვის.